ავტორი:

"ლაციომ" კვარაცხელიასი და მისი გუნდის წაუგებელი სერია შეაჩერა - "ნაპოლიმ" ამ სეზონზე ნეაპოლში პირველი მატჩი დათმო

"ლაციომ" კვარაცხელიასი და მისი გუნდის წაუგებელი სერია შეაჩერა - "ნაპოლიმ" ამ სეზონზე ნეაპოლში პირველი მატჩი დათმო

სერია A -ს 25-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" "დიეგო მარადონაზე" "ლაციოს" უმასპინძლა და ანგარიშით - 0:1 წააგო. მიუხედავად იმის, რომ მცდელობა არ დაუკლია, "კვარას" თამაში არ წაუვიდა, რაშიც დიდი წვლილი შეიტანეს "ლაციოს" მცველებმა, რომლებმაც როგორც ხვიჩა, ასევე ოსიმენი კარგად ამოკეტეს. გოლის 67-ე წუთზე მატიას ვესინომ გაიტანა მას მერე, რაც "ნაპოლის" საჯარიმოსთან სწორედ ხვიჩა კვარაცხელიამ მოიგერია თავით ბურთი. გოლის გაშვების მერე, ნეაპოლიტანელები გამუდმებით უტევდნენ, თუმცა ბურთის გატანა ვერ მოახერხეს. შედეგად "ნაპოლიმ" "მარადონაზე" პირველი მატჩი წააგო და 9-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა. ამ სეზონზე ეს მისი მეორე მარცხია, პირველი 4 იანვარს, მილანში "ინტერთან" დათმო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თებერვლის თვის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, რომელიც ტრადიციულად WhoScored-მა შეადგინა. სიმბოლურ გუნდში, ხვიჩასთან ერთად, კიდევ სამი "ნაპოლის" ფეხბურთელია. ესენი არიან: დი ლორენცო, კიმ მინ ჯეე და ვიქტორ ოსიმენი.

შეგახსენებთ, "კვარამ თებერვალში 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამი გოლი გაიტანა და ერთიც საგოლე პასი გააკეთა.

მიხედავად ამ წაგებისა, "ნაპოლი" სატურნირო ცხრილის სათავეში რჩება და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს.

იხილეთ ასევე: