ავტორი:

ჩაქვში ავარიას ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა

ჩაქვში ავარიას ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა

დაბა ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, ერთი პირი კი დაშავდა.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, დაშავებული ბათუმში კლინიკა “მედცენტრშია” გადაყვანილი.

ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

ავტოსაგზაო შემთხვევა დაბა ჩაქვში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, იგი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეეჯახა.