ავტორი:

"წილოსანის ბიზნესპარტნიორმა ობოლ ბავშვებს შეუჭამა 2 მილიონი... მთელ ამ ამბავში მე ვყოფილვარ დამნაშავე, რადგან პარტნიორის მფარველობა დავაბრალე დეპუტატს" - დიღმელაშვილი

"წილოსანის ბიზნესპარტნიორმა ობოლ ბავშვებს შეუჭამა 2 მილიონი... მთელ ამ ამბავში მე ვყოფილვარ დამნაშავე, რადგან პარტნიორის მფარველობა დავაბრალე დეპუტატს" - დიღმელაშვილი

მოძრაობა "სირცხვილიას" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში მის წინააღმდეგ საქმე აღძრეს, იმი გამო, რომ დეპუტატ ნინო წილოსანის ბიზნესპარტნიორის გაფლანგვის საქმე გამოავლინა. აქტივისტი, რომელიც წლების მანძილზე არსებულ ხელისუფლებას ებრძოდა, გასული წლის სექტემბერში სასწავლებლად შოტლანდიაში გაემგზავრა და ედინბურგის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა, შესაბამისად, ქართულ პოლიტიკურ პროცესებს დროებით გამოეთიშა

შოთა დიღმელაშვილი:

- გამჭვირვალობაზე მიდგა საუბარი და მაინც შეგახსენებთ რა საოცრება გადამხდა:დეპუტატი ნინო წილოსანის ბიზნესპარტნიორმა, რომელიც დეპუტატთან 5 შპს-ში ინაწილებდა წილებს, ქუთაისში უსახლკარო ბავშვების თავშესაფრის 4-მილიონიანი ტენდერი მოიგო და აქედან 2 მილიონი უბრალოდ შეჭამა.ამ შეჭმაზე ანგარიში დაწერა საქართველოს აუდიტის სამსახურმა, შემდეგ დაადასტურა სამხარაულის ექსპერტიზამ, ამის შემდეგ გამოვიძიეთ ფლანგვის დეტექტორითაც, მაგრამ წილოსანის ბიზნესპარტნორის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა.

მაგიეროსად საქმე აღიძრა ჩემ წინააღმდეგ. რატომ? იმიტომ რომ ვიკითხე, თუ რატომ არ აღძრულა საქმე ამ კაცის წინააღმდეგ, როცა თავად სახელმწიფომ გამოიკვლია რომ ობლებს ფული მოუტეხა - იმიტომ ხომ არა, რომ დეპუტატის პარტნიორია და მფარველობს? ჩვენმა უსამართლიანესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მთელ ამ ამბავში მე ვყოფილვარ ერთადერთი დამნაშავე, რადგან გავბედე და პარტნიორის მფარველობა დავაბრალე დეპუტატს, რომელსაც კანონი საერთოდ უკრძალავს ბიზნესსაქმიანობას და შესაბამისად ბიზნესპარტნიორის ყოლას. ახლა აპელაციაში ვართ. კი, გამჭვირვალობისთვის უნდათ კანონი. გიჟდებიან გამჭვირვალობაზე

დიღმელაშვილის პოსტში საუბარია შპს სანოს დირექტორ ლევან ჭანტურიძეზე, რომელიც პარლამენტარ ნინო წილოსანის ბიზნესპარტნიორია სხვადასხვა ბიზნეში. ამ თემაზე გამოძიება ფლანგვის დეტექტორმა 2019 წელს ჩაატარა. იხილეთ თანდართული ლინკი.

შოთა დიღმელაშვილი სტატუსის კომენტარებში წერს:

"ახლა მევალება, რომ საჯაროდ უარვყო, რომ წილოსანი მის პარტნიორს, "კრიშავს". ანუ ჰო, პარტნიორია. ჰო, ობოლ ბავშვებს შეუჭამა 2 მილიონი. ჰო, ტენდერი მორგებული პირობებით ჩატარდა (ამაზე მე და სახელმწიფო ვთანხმდებით). მაააააგრამ აპ აპ აპ რა "კრიშა" გენაცვალე, როგორ მეკადრება, სირცხვილი მე, რომ დეპუტატის სახელის პატიოსნებას ასე შევეხე. კანონის მიღების შემდეგ პოსტ ფაქტუმაც ვეღარაფერს იტყვის ვერცერთი გამომძიებელი ჟურნალისტი. ჯერ აგენტი იქნება და მერე პრევენციულად დაიჭერენ...“