ავტორი:

რამზან კადიროვის მემკვიდრე - კრემლში პუტინი ჩეჩნეთის ლიდერის 17 წლის ვაჟს შეხვდა

რამზან კადიროვის მემკვიდრე - კრემლში პუტინი ჩეჩნეთის ლიდერის 17 წლის ვაჟს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კრემლში, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ვაჟს, 17 წლის ახმად კადიროვს შეხვდა. საერთო ფოტოები კადიროვმა "ტელეგრამის“ არხზე გამოაქვეყნა.

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?21" data-telegram-post="RKadyrov_95/3411" data-width="100%" data-single></script>

როგორც ცნობილია, კადიროვის უფროსმა ვაჟმა პუტინს მოახსენა რესპუბლიკაში გატარებული ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ. ახმად კადიროვი 16 წლის ასაკში დაინიშნა ბავშვთა და ახალგაზრდობის რეგიონალური ფილიალის საბჭოს თავმჯდომარედ.

  • როგორც რამზან კადიროვი წერს, პუტინი მის შვილს ესაუბრა ახმატ კადიროვზე, პრორუსული ჩეჩნეთის პირველ ლიდერზე, რომელიც 2004 წლის მაისში, გროზნოში აფეთქების შედეგად დაიღუპა.

რამზანმა კრემლში გამართულ შეხვედრას "არაოფიციალური“ და "გულწრფელი" უწოდა.

რამზან კადიროვი აღნიშნავს, რომ პუტინმა ახმად კადიროვს დაქორწინებაც მიულოცა. არასრულწლოვან ახმადის ქორწილი შაბათს, 4 მარტს გაიმართა. სოციალურ ქსელებში წერენ, რომ გროზნოში ქორწილის გამო ქუჩები გადაიკეტა, ხოლო ხალხს ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება აეკრძალა.