ავტორი:

რუსები წარუმატებლად ცდილობენ ბახმუტის ალყაში მოქცევას - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის გენშტაბი

რუსები წარუმატებლად ცდილობენ ბახმუტის ალყაში მოქცევას - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის გენშტაბი

რუსები წარუმატებლად ცდილობენ ბახმუტის ალყაში მოქცევას, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

"ბახმუტის მიმართულებით მოწინააღმდეგე წარუმატებლად ცდილობს ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევას. დღის განმავლობაში ჩვენმა მებრძოლებმა მრავალი იერიში მოიგერიეს დონეცკის ოლქის ვასიუკოვკის, ორეხოვო-ვასილიევკას, დუბოვო-ვასილიევკას, გრიგორიევკას და ბახმუტის დასახლებული პუნქტების რაიონებში”, - წერია გენერალური შტაბის განცხადებაში.

  • უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, მოწინააღმდეგე ძირითად თავდასხმით ქმედებებს კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკას და შახტარის მიმართულებებზე აწარმოებს.

მათივე ინფორმაციით, დღის განმავლობაში მოწინააღმდეგემ 4 სარაკეტო და 10 საავიაციო დარტყმა განახორციელა, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 4 დაბომბვა განახორციელა.

დარტყმები დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების საცხოვრებელი სახლებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელდა.

არიან გარდაცვლილები და დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობაში.