ავტორი:

"ქართულმა ოცნებამ“ თვითმკვლელობის აქტი ჩაიდინა" - რომან გოცირიძე

"ქართულმა ოცნებამ“ თვითმკვლელობის აქტი ჩაიდინა" - რომან გოცირიძე

"ეს არის ძალადობრივი ოპერაცია, 37-იანი წლების საბჭოთა თუ ფაშისტური გერმანიისთვის დამახასიათებელი - "ქართულმა ოცნებამ" თვითმკვლელობის აქტი ჩაიდინა", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ე.წ. აგენტების კანონპროექტების განხილვას და პარლამენტში და მის მიმდებარედ უსაფრთხოების გამკაცრებულ ზომებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა სურს.

"ეს არის ძალადობრივი ოპერაცია, 37- იანი წლების საბჭოთა თუ ფაშისტური გერმანიისთვის დამახასიათებელი, ივანიშვილს უნდა მიიღოს ყველა ის კანონი, რომელიც შეუნარჩუნებს მას ძალაუფლებას და ფაქტობრივად, ქვეყანას იზოლაციაში მოაქცევს, მაგრამ ეს არ გამოვა, როგორც არ უნდა დასრულდეს დღევანდელი სხდომა, მთელ საზოგადოებაში, საერთაშორისო თანამეგობრობაში იმდენად ღრმა პროტესტია, რომ ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ "ქართულმა ოცნებამ" თვითმკვლელობის აქტი ჩაიდინა,"- განაცხადა გოცირიძემ.