ავტორი:

"ბატონო გიორგი, სახე გააკონტროლეთ... შენ როგორც გინდა, ისე მოიქეცი სახლში." - ანრი ოხანაშვილი გიორგი ვაშაძეს

"ბატონო გიორგი, სახე გააკონტროლეთ... შენ როგორც გინდა, ისე მოიქეცი სახლში." - ანრი ოხანაშვილი გიორგი ვაშაძეს

"ბატონო გიორგი, სახე გააკონტროლეთ და კეთილი ინებეთ, როგორც შეეფერება საქართველოს პარლამენტს, ისე მოიქეცით", - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ოხანაშვილმა ვაშაძეს რეგლამენტის დარღვევისთვის გაფრთხილება მისცა და აღნიშნა, რომ კიდევ ერთი გაფრთხილების მიღების შემთხვევაში დეპუტატები დატოვებენ სხდომათა დარბაზს.

"შენობით მიმართეთ, ბატონო გიორგი, ვისთვისაც მიგიმართავთ. პროცედურას როგორც შეეფერება, ურთიერთობას და ეტიკეტს, ისე მოიქეცით! შენ როგორც გინდა, ისე მოიქეცი სახლში.

აქ, ასე, შენ როგორც გინდა ვერ მოიქცევი! მანდატურს ვთხოვ უზრუნველყონ წესრიგი. ანა წითლიძე, გიორგი ვაშაძე, ლევან ხაბეიშვილი არღვევენ რეგლამენტს!“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძეს "უსამშობლო კაცი" უწოდა.

მან ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ ინფორმირებული საზოგადოება არ სჭირდებათ.

"თქვენ არ გინდათ მოქალაქის ინფორმირებულობა, ინფორმირებული მოქალაქე არ გჭირდებათ ხომ?“- განაცხადა ოხანაშვილმა.