ავტორი:

სალომე სამადაშვილს, ხათუნა სამნიძესა და თამარ კორძაიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს

სალომე სამადაშვილს, ხათუნა სამნიძესა და თამარ კორძაიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს, მანდატურებმა კიდევ რამდენიმე დეპუტატს დაატოვებინეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ თავდაპირველად ჯერ გააფრთხილა ოპოზიციონერი დეპუტატები, შემდეგ კი მანდატურებს მათი გაყვანა დაავალა.

პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზიდან თავდაპირველად, სალომე სამადაშვილი გაიყვანეს, შემდეგ კი სხდომა ხათუნა სამნიძესა და თამარ კორძაიასაც დაატოვებინეს.