ავტორი:

რაკეტები რუსეთში, ბელგოროდის ოლქში - გუბერნატორის თქმით საჰაერო თავდაცვამ მინიმუმ 3 ჩამოაგდო, დაშავდა ერთი ადამიანი

რაკეტები რუსეთში, ბელგოროდის ოლქში - გუბერნატორის თქმით საჰაერო თავდაცვამ მინიმუმ 3 ჩამოაგდო, დაშავდა ერთი ადამიანი

რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ოლქში სამი რაკეტა ჩამოაგდო.

"ნოვი ოსკოლში ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემა ამუშავდა. სამი რაკეტა ჩამოაგდეს,” - განაცხადა გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა.

მისივე თქმით, ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ნოვი სოკოლის რაიონის რამდენიმე სოფელში კი ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა.

"შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები და სასწრაფო დახმარების სამსახურები არიან მობილიზებული“, - დაწერა გუბერნატორმა "ტელეგრამ-არხზე“.

ცნობისათვის, ბელგოროდის ოლქი უკრაინის საზღვართან მდებარეობს.