ავტორი:

რუსი სამხედროები უკრაინაში იარაღად ნიჩბებს იყენებენ ისევე, როგორც ეს 1989 წლის 9 აპრილს თბილისში გამოიყენეს - რა ინფორმაციას აქვეყნებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსი სამხედროები უკრაინაში იარაღად ნიჩბებს იყენებენ ისევე, როგორც ეს 1989 წლის 9 აპრილს თბილისში გამოიყენეს - რა ინფორმაციას აქვეყნებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსი რეზერვისტები უკრაინაში "ხელჩართული“ ბრძოლისას, საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო, ნიჩბებს იყენებენ.

უწყება დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, რომ თებერვლის ბოლოს, როცა რუსმა რეზერვისტებმა უკრაინულ პოზიციაზე თავდასხმის ბრძანება მიიღეს, ისინი შეიარაღებულნი იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღით და ნიჩბებით.

მათივე ცნობით, საუბარია ნიჩაბზე სახელად - MPL-50. სამინისტრო წერს, რომ ეს ხელსაწყო 1869 წელს შეიქმნა და წლების განმავლობაში ფორმა შეიცვალა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება აღნიშნავს, რომ "ნიჩბის ლეტალობა და მისი შესაძლებლობები რუსეთში მითოლოგიზებულია."

“ნიჩბის იარაღის ფუნქციით გამოყენება, ხაზს უსვამს იმ სასტიკ და ძველი მეთოდებით ბრძოლაზე, რომელიც ამ ომს დიდწილად ახასიათებს", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსი რეზერვისტები ამბობენ, რომ ისინი არც ფსიქოლოგიურად და არც ფიზიკურად არ არიან მზად ბრძოლისთვის. (წყარო)

ამ ინფორმაციამ ბევრს ალბათ გაახსენა 1989 წლის 9 აპრილი, როდესაც საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თბილისში მშვიდობიანი აქცია დაშალეს. მაშინ რუს ჯარისკაცებს, რომლებიც ქართველ პროტესტანტებს შეესივნენ, თან ჰქონდათ ორლესული ნიჩბები. ექიმების ცნობით გარდაცვლილებს დაზიანებები ძირითადად მიყენებული ჰქონდათ, სწორედ ხელკეტებითა და სასანგრე ნიჩბებით.