ავტორი:

"სად მოვა ჰაკა ხორუმთან“ - დათო კენჭიაშვილის ჰიმნი ქართველი მორაგბეებისთვის

"სად მოვა ჰაკა ხორუმთან“ - დათო კენჭიაშვილის ჰიმნი ქართველი მორაგბეებისთვის

ხორუმის მოტივებზე შექმნილი კომპოზიცია, რომელშიც ფოლკი და როკი ერწყმის ერთმანეთს, ვოკალის ფრაგმენტული თანხლებით მომღერალმა დავით კენჭიაშვილმა ფილარმონიაში დედისადმი მიძღვნილ კონცერტზე სრული ანშლაგისა და მაყურებლის ოვაციების ფონზე წარადგინა.

"რაგბის მსოფლიო თასი ახლოვდება, სადაც საქართველო 20 ყველაზე ძლიერ ქვეყანას შორის გამოვა, რაც თავისთავად უკვე სასახელოა. თუმცა ამჯერად ჩვენი ბორჯღალოსნების განწყობა გამარჯვებაა, რის საფუძველსაც 6 ერის ქვეყნებზე ბოლოდროინდელი ისტორიული გამარჯვებები იძლევა.

ვფიქრობ, დროა, ქართული რაგბი მსოფლიოს წინაშე თავისი ისტორიით წარდგეს, რაც ამ შემთხვევაში უთუოდ ხორუმია, რომლის ქორეოგრაფიას მორაგბეები მინდორზე იმეორებენ, ერთმანეთის ხელში აწევით, მწკრივში შეტევით და სხვა ელემენტებით“ - აღნიშნავს მომღერალი, რომელმაც ეს კომპოზიცია კონცერტის ბოლო აკორდად წარადგინა.

საღამოს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მთლიანი შემადგენლობით ესწრებოდა და დანარჩენ დარბაზთან ერთად ფეხზე წამომდგარი შეეგება.

ბორჯღალოსნები 5 მარტს ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ავჭალის სტადიონზე რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და ევროპის ჩემპიონობაზე პრეტენზია უკვე მეთორმეტედ განაცხადეს.