ავტორი:

"ჯვარზე მაცვეს, როცა ვთქვი, რომ ევროკავშირი ჩემი თვითმიზანი არ არის - დიახ, ჩემი თვითმიზანია ქართველი ერის უკვდავება" - მიხეილ ყაველაშვილი

"ჯვარზე მაცვეს, როცა ვთქვი, რომ ევროკავშირი ჩემი თვითმიზანი არ არის - დიახ, ჩემი თვითმიზანია ქართველი ერის უკვდავება" - მიხეილ ყაველაშვილი

"იცი, რას მივხვდი, რუსულს რატომ ეძახიან? იმიტომ, რომ ქართული არ იციან", - ასე მიმართა "ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციას, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი განიხილება.

მან ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიმართა, დაასაბუთონ, თუ რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი რუსული.

"უსამშობლო ხალხია, დაკარგული აქვთ და იმიტომ ეძახიან რუსულს. ვერ წარმოუდგენიათ…ევროკავშირის ელჩებმა გითხრესო და როგორო. მე ჯვარზე მაცვეს, როცა ვთქვი, ევროკავშირი ჩემი თვითმიზანი არ არის - მეთქი. დიახ, მგონია, რომ ჩემი თვითმიზანი არის ქართველი ერის უკვდავება და საქართველოს მარადიულობა.

ჩემთვის საშუალება არის ევროკავშირი, რომ რაღაცებს ვეზიაროთ, რისიც მჯეროდა, რაც დავინახე ღირებულებები და ფასეულობები. თქვენ ქართულს ვერ იტანთ, რუსული რა შუაშია? ქართულს ვერ იტანს და რუსულს იმიტომ ეძახით. აი, აქ ისხედით ახლა არასამთავრობო ორგანიზაციები და უყურებდით, როგორ უნდა ჩაეშალათ მობრძანებულ "ნაციონალებს“ სხდომა, სცენებს რომ დგამდნენ. ამ უმსგავსობას და ველურობას უყურებთ, როგორც ადამიანურს.

მე ვარ ველური ჰო და მე არ მინდა ევროკავშირი, თურმე ევროპა არ მინდა. რუსულს რომ ეძახით [კანონპროექტს], უნდა დაამტკიცოთ რუსული რომ არის“, - მიმართა ყაველაშვილმა ოპოზიციას.