ავტორი:

მორიგ ავარიას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა - რა მოხდა ვარკეთილში?

მორიგ ავარიას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა - რა მოხდა ვარკეთილში?

5 მარტს, თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა.

ვარკეთილში, კალოუბნის ქუჩაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოპედი შეეჯახა. ავტოავარიისას დაიღუპა მოპედის მძღოლი, 22 წლის გიორგი ციმინტია. მსუბუქი ავტომანქანის მგზავრებიდან არავინ დაშავებულა.

ambebi.ge-მ ინფორმაცია შსს-ში გადაამოწმა, სადაც გვითხრეს, რომ გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს და დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.