ავტორი:

"ბიუროს სხდომას ვერ ატარებენ დღეს და ვერ შეაქვთ დღის წესრიგში რუსული კანონი - ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი" - სალომე სამადაშვილი

"ბიუროს სხდომას ვერ ატარებენ დღეს და ვერ შეაქვთ დღის წესრიგში რუსული კანონი - ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი" - სალომე სამადაშვილი

"ბიუროს სხდომას ვერ ატარებენ დღეს და ვერ შეაქვთ დღის წესრიგში რუსული კანონი", - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი "ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ასევე ჩაიშალა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა.

"ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ასევე ჩავუშალეთ კომიტეტის სხდომა სარჯველაძეს. არ ისურვა რუსულ კანონზე საუბარი და გაიქცა“,- წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

"ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ანა წითლიძის ინფორმაციით, ბიუროს სხდომა ხვალ 10:00 საათამდე გადაიდო, რომელიც დღეს 15:00 საათზე იყო ჩანიშნული.

“ვერ ჩაატარეს! ჯერჯერობით პარალიზებულია ადამიანის უფლებების კომიტეტის სხდომაც. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”, - წერს ანა წითლიძე.

ცნობისთვის, პარლამენტში ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა ხმაურისა და საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.