ავტორი:

საბურთალოზე მამაკაცი დაჭრეს

საბურთალოზე მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, საბურთალოზე მამაკაცი დაჭრეს. ტელეკომპანია "ფორმულას“ ინფორმაციით, შემთხვევა მეტროსადგურ "დელისზე“ მდებარე ბიზნესცენტრის ეზოში მოხდა.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

"ინტერპრესნიუსი“ მომხდარის დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.