ავტორი:

კახა კალაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

კახა კალაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის მერს კახა კალაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.

„ამ დროის განმავლობაში, კახა კალაძე დისტანციურ რეჟიმში იმუშავებს და სამუშაო ადგილს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება”, - აღნიშნავენ დედაქალაქის მერიაში.

დედაქალაქის მერის იზოლაციაში ყოფნის გამო, მიმდინარე კვირაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა არ გაიმართება.