ავტორი:

ბელარუსის სასამართლომ სვეტლანა ტიხანოვსკაიას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბელარუსის სასამართლომ სვეტლანა ტიხანოვსკაიას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბელარუსის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დევნილობაში მყოფ ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტიხანოვსკაიას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა სახელმწიფო ღალატისა და „ძალაუფლების ხელში ჩაგდების შეთქმულების“ ბრალდებით.

ამასთან, დაუსწრებლად, 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა ოპოზიციონერ პაველ ლატუშკოსაც, რომელიც ბელარუსის კულტურის ყოფილი მინისტრი და დიპლომატია.