ავტორი:

ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია. როგორ კლავენ უიარაღო, სავარაუდოდ, უკრაინელ სამხედრო ტყვეს - მისი უკანასკნელი სიტყვები იყო "დიდება უკრაინას!"

ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია. როგორ კლავენ უიარაღო, სავარაუდოდ, უკრაინელ სამხედრო ტყვეს - მისი უკანასკნელი სიტყვები იყო "დიდება უკრაინას!"

ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედრო ტყვის სიკვდილით დასჯას ასახავს.

უკრაინული მედია და ბლოგერები, მათ შორის სერგეი შტერნენკო და სამხედრო კომისარი ანდრეი ცაპლიენკო, წერენ, რომ ვიდეოში ნაჩვენებია უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომლის ფორმაზე არ ჩანს საიდენტიფიკაციო ნიშნები.

ვიდეოში მამაკაცი დგას ორმოში, ეწევა და ამბობს: "დიდება უკრაინას“. ეკრანს მიღმა ისმის კაცის ხმა, რომელიც ამბობს: "გადაიღე“ და "შენ ხარ ძუ..ა“, რის შემდეგაც ისმის სროლის ხმა და ორმოში მყოფი კაცი მიწაზე ეცემა. ისმის კადრს მიღმა ხმა, რომელიც ამბობს: "მოკვდი, ძუ..ა“.

ვიდეოს გამოჩენის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ რუსეთში "ომის დანაშაულები კულტივირებული და გათეთრებულია პროპაგანდითა და მითებით "ნაცისტების“ შესახებ“.

"დატყვევებული ადამიანის მკვლელობა ამის კიდევ ერთი მაგალითია. ესეც მათი ეროვნული უმნიშვნელობისა და სისუსტის მაგალითია. ყოველი ასეთი სამხედრო დანაშაული დაისჯება. ვერავინ დაემალება მას“ , - წერს ერმაკი.

როდის და სად გადაიღეს ვიდეო, უცნობია. რუსულ მხარეს ვიდეოზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.