ავტორი:

რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე: რა მიმართულებით ახორციელებენ შეტევას ოკუპანტები - "უკრაინელებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 140-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს"

რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე: რა მიმართულებით ახორციელებენ შეტევას ოკუპანტები - "უკრაინელებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 140-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს"

უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების 140-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

უწყების ცნობით, რუსების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და შახტიორსკის მიმართულებებზე შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე.

გენშტაბში აცხადებენ, რომ ბახმუტის მიმართულებით, მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, რუსული ძალები ქალაქ ბახმუტსა და მის შემოგარენზე შტურმს განაგრძობენ.

"გასული დღის განმავლობაში მხოლოდ სოფელ დუბოვო-ვასილევკასთან მტერმა 37 თავდასხმა განახორციელა“, - აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში.

უწყება იმ დანაკარგების შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას, რაც, მათი მტკიცებით, მოწინააღმდეგემ განიცადა.

"თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, 15 დარტყმა მიაყენა ოკუპანტების კონცენტრაციის ტერიტორიებს. „შაჰედ-136“ ტიპის დრონის გარდა, ჩვენმა დამცველებმა ჩამოაგდეს „შაჰედ-136“ ტიპის დრონი, მტრის კუთვნილი „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი და სხვადასხვა ტიპის 8 დრონი“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

ასევე დარტყმა მიაყენეს საზენიტო სარაკეტო სისტემას საცეცხლე პოზიციაზე. გარდა შაჰედ-136 დარტყმისა და უპილოტო საფრენი აპარატებისა, გასული დღის განმავლობაში ჩვენმა დამცველებმა ჩამოაგდეს მტრის სუ-25 თვითმფრინავი და კიდევ 8 სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავი“, - ნათქვამია ანგარიშში.

გენშტაბის ცნობით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა რუსების სამეთაურო პუნქტს, კონცენტრაციის 8 ტერიტორიას, საჰაერო თავდაცვის 2 სისტემას, საბრძოლო მასალის საცავსა და სარადარო სადგურს დაარტყეს.