ავტორი:

"სარკეში ჩაიხედეთ, არ გრცხვენიათ? ზომბებად გადაიქეცით" - დაჩი ბერაია ქალ ოპოზიციონერ დეპუტატებს

"სარკეში ჩაიხედეთ, არ გრცხვენიათ? ზომბებად გადაიქეცით" - დაჩი ბერაია ქალ ოპოზიციონერ დეპუტატებს

სარკეში ჩაიხედეთ, არ გრცხვენიათ? ზომბებად გადაიქეცით, - ასე მიმართა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ ოპოზიციონერ დეპუტატებს ხატია დეკანოიძეს, ანა ნაცვლიშვილს და ხათუნა სამნიძეს.

ბერაიამ ეს განცხადება მათი მისამართით მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მას შემდეგი სიტყვებით "არა რუსულ კანონს" მიმართავდნენ იმ დროს, როცა ის ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა.

"რა დღეში ხართ, არაფრის არ გრცხვენიათ? სარკეში ჩაიხედეთ, საკუთარი თავის არ გრცხვენიათ? ამ ქვეყნის, რამის არ გრცხვენიათ? მარტო ასე ბინდგადაკრული და რაღაც ზომბირებულად იქცევი, ზომბებად რომ გადაიქეცით“, - განაცხადა ბერაიამ.