ავტორი:

"კვარაცხელია შესანიშნავი ბიჭია, მომდევნო წლებში ის ოქროს ბურთს მოიგებს" - ვიქტორ ოსიმენი

"კვარაცხელია შესანიშნავი ბიჭია, მომდევნო წლებში ის ოქროს ბურთს მოიგებს" - ვიქტორ ოსიმენი

"ნაპოლის" თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენი პრესამ იტალიის საუკეთესო უცხოელ ფეხბურთელად დაასახელა. ჯილდოს მიღების დროს ნეაპოლური გუნდის ვარსკვლავმა სხვა თემებთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

ჩვენთვის, რა თქმა უნდა, უფრო მეტად საინტერესოა, თუ რა თქვა ოსიმენმა "კვარას" შესახებ. მან ქართველი ფეხბურთელი შეაქო, დიდებული ბიჭი უწოდა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, ხვიჩა მომდევნო წლებში ოქროს ბურთს მოიგებს.

“ამ საზოგადოებაში არსებობენ ლიდერები და კვარაცხელია ასეთი, დიდებული ბიჭია. გასახდელში ყველას უყვარს არა მხოლოდ იმისთვის, თუ როგორია გასახდელში, არამედ იმისთვის, როგორია მის მიღმა.

უახლოეს წლებში მას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია. იმედი მაქვს, რომ ის დიდებას მოუტანს ნაპოლის. ჩვენ შორის დიდი ურთიერთგაგებაა.

მწვრთნელი სპალეტიც განსაკუთრებულია და ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც შესანიშნავი სეზონი გვაქვს. ასე უნდა გავაგრძელოთ", - აღნიშნა ვიქტორმა.