ავტორი:

გინება და ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში - დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

გინება და ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში - დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სხდომათა დარბაზში სიტუაციის განმუხტვას მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ცდილობდნენ.

ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად "ქართული ოცნების", "ხალხის ძალისა" და ოპოზიციონერი დეპუტატები დაუპირისპირდნენ.

"ხალხის ძალის“ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"ნაბიჭვარი ხარ შენ, უზრდელი“, - მიმართა ხუნდაძემ ვაშაძეს, რასაც ვაშაძემ უპასუხა, რომ ყველა მიიღებს პასუხს.

"საცოდავი ხარ, ყველა მიიღებთ პასუხს“, -აღნიშნა ვაშაძემ.

ამასთან, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა დეპუტატებს ანა წითლიძესა და დაჩი ბერაიას შორის.

"შენებს აგინე, საკუთარ თავს აგინე, მთელი ქვეყანა გაგინებს. როგორ ბედავ შეიგინო, ნაძირალა, შენ! აგინე საკუთარ თავს, მოღალატე!“ - მიმართა წითლიძემ ბერაიას.

მანამდე ვაშაძემ თქვა, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის მხარდამჭერებმა ხელი სამშობლოს ღალატს მოაწერეს და სწორედ ამას მოჰყვა დაპირისპირება.

"27 ქვეყნის წამომადგენელი მოვიდა პარლამენტში და გითხრათ, რომ ეს კანონი რუსულია და ამ ტიპის კანონის მიღებით საქართველო ევროპულ პერსპექტივას შორდება. მაგრამ თქვენ ხელი მოაწერეთ სამშობლოს ღალატს, დიახ, ეს არის ღალატი საქართველოს ეროვნული ინტერესების“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძემ მასთან დაპირისპირებულ დეპუტატებს სიწყნარისკენ მოუწოდა.

"ყველა პროვოკაციაზე პასუხს მიიღებთ! ესენი გააჩუმეთ, დარბაზიდან გაიყვანეთ, სპეცრაზმები რომ გყავთ მობილიზებული. ესაა თქვენი სახე. ასე ელაპარაკებით ხალხს, არაფერი გაქვთ ხალხისთვის სათქმელი. ხალხის ხმის გეშინიათ, მიიღებთ პასუხს ყველაფერ ამაზე. გაიყვანეთ ეს ხალხი დარბაზიდან. ნუ იჭიმები [მიხეილ ყაველაშვილს, წადი, ფეხბურთი ითამაშე, ბურთი გააგორე. ღალატზე ხელის მომწერი ადამიანი, ყველაფერზეა წამსვლელი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ნახეთ ვიდეო: