ავტორი:

გუტიმ პირდაპირ ეთერში კვარაცხელიას მიმართა და დაჰპირდა რომ თავისი ხელმოწერით მაისურს გაუგზავნის

გუტიმ პირდაპირ ეთერში კვარაცხელიას მიმართა და დაჰპირდა რომ თავისი ხელმოწერით მაისურს გაუგზავნის

მადრიდის "რეალის" ლეგენდარული ფეხბურთელი გუტი ერნანდესი "ნაპოლის" ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას ფავორიტი ფეხბურთელია. ამის შესახებ ხვიჩას არაერთხელ უსაუბრია.

"კვარას მიერ ჩემპიონთა ლიგაზე ქუსლით გაკეთებულმა საგოლე გადაცემამ, ბევრს გუტის ულამაზესი თამაში გაახსენა.

უკვე გუტიმაც იცის კვარაცხელიას შესახებ. ერთ-ერთი ესპანური არხის პირდაპირ ეთერში საუბრისას მას უთხრეს, რომ ხვიჩას კერპია.

გუტიმ ქართველი ფეხბურთელი შეაქო და პირობა დადო, რომ თავის მაისურს გაუგზავნის.

"არ ვიცოდი, რომ მისი ფავორიტი ვიყავი, თუ რეალში გადმოხვალ, ჩემს მაისურს გამოგიგზავნი“, - მიმართა კვარაცხელიას გუტიმ.