ავტორი:

"ყაველაშვილს რუსეთის ფარულ ომზე ჩემი წიგნი მოვუტანე, სამ ენაზეა გამოცემული, მაგრამ რუსულ ენაზე მოვუტანე" - სალომე სამადაშვილი

"ყაველაშვილს რუსეთის ფარულ ომზე ჩემი წიგნი მოვუტანე, სამ ენაზეა გამოცემული, მაგრამ რუსულ ენაზე მოვუტანე" - სალომე სამადაშვილი

"ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა "ხალხის ძალის“ წევრს, მიხეილ ყაველაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რუსეთის ფარული ომის შესახებ საკუთარი წიგნი საჩუქრად მიუტანა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, წიგნის კითხვა ქვეყნის ღალატს არა, მაგრამ ქვეყანას რომ არ უღალატო, ამას სჭირდება.

"სამწუხაროა, რომ მიხეილ ყაველაშვილი წავიდა, რადგან მისთვის საჩუქარი მქონდა მოტანილი - მერე მივაწვდი. ქვეყნის ღალატს წიგნის კითხვა არ სჭირდება, მაგრამ ქვეყანას რომ არ უღალატო, ამას წიგნის კითხვა სჭირდება. ჩემი წიგნი მოვუტანე - რუსეთის ფარულ ომზე. სამ ენაზეა ეს წიგნი გამოცემული, მაგრამ რუსულ ენაზე მოვუტანე, რადგან გაქცევა რომ მოუწევთ ამ ქვეყნიდან, რუსეთის გარდა არსად ექნებათ გასაქცევი - ივარჯიშოს, ეგებ, რუსულად გინების გარდა სხვა სიტყვებიც ისწავლოს“,- განაცხადა სამადაშვილმა.