ავტორი:

"სახალხო დამცველად ლევან იოსელიანის კანდიდატურა ჩვენთვის მისაღებია, იგი ღირსეული კანდიდატია" - ირაკლი ღარიბაშვილი

"სახალხო დამცველად ლევან იოსელიანის კანდიდატურა ჩვენთვის მისაღებია, იგი ღირსეული კანდიდატია" - ირაკლი ღარიბაშვილი

სახალხო დამცველად ლევან იოსელიანის კანდიდატურა ჩვენთვის მისაღებია, იგი ღირსეული კანდიდატია - ვფიქრობ, მის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იქნება, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საბოლოოდ, ყველაფერი პარლამენტის გადასაწყვეტია.

„ჩვენ, უმრავლესობამ თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ არ დავაყენებდით ჩვენს კანდიდატს, არამედ მხარს დავუჭერდით იმ კანდიდატს, რომელზეც ოპოზიცია შეთანხმდებოდა.

ვფიქრობ, ლევან იოსელიანის კანდიდატურა ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია, იგი ღირსეული კანდიდატია. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ამას პარლამენტი, უმრავლესობა გადაწყვეტს.

ვფიქრობ, მის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იქნება. ეს არის ჩემი მოსაზრება. ვიცი რა, უმრავლესობის აზრი, ამიტომ გიზიარებთ ჩემს მოსაზრებასაც“, - განაცხადა პრემიერმა.