ავტორი:

რა უნდა გავითვალისწინოთ, სანამ რომელიმე ბრენდის ფრენშაიზს შევიძენთ?

რა უნდა გავითვალისწინოთ, სანამ რომელიმე ბრენდის ფრენშაიზს შევიძენთ?

ფრენშაიზის შეძენა წარმატებული ბიზნესის დასაწყებად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. აღნიშნული ბიზნესმოდელი საშუალებას იძლევა, უკვე ცნობილი ბრენდის ლოგოსა და სახელის გამოყენებით ვმართოთ მისი ფრანშაიზ ფილიალი და გახსნის დღიდან შევიძინოთ ათასობით ლოიალური მომხმარებელი.

ფრენზაშიზი გრძელვადიანი ინვესტიციაა, ამიტომ მნიშვნელოვანია, მის შეძენამდე რამდენიმე საკითხი გავითვალისწინოთ და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. ამასთან, თუ ჯერ კიდევ არ იცით, საიდან დაიწყოთ, გირჩევთ, საკუთარ თავს ეს კითხვები დაუსვათ:

· რა პერსონალური მიზნები მაქვს?

ბიზნესის დაწყებისას ყველას განსხვავებული მოტივაცია აქვს. სანამ ახალ ბიზნესს წამოიწყებთ ან ფრენშაიზს შეიძენთ, დაფიქრდით, რა პერსონალური მიზნები გაქვთ - გსურთ, მეტი დრო გაატაროთ სახლში თუ გახდეთ ანტრეპრენერი და ამ მიმართულებით განავითაროთ თქვენი კარიერა?

მას შემდეგ, რაც ჩვენს მიზნებს სწორად განვსაზღვრავთ, უფრო უკეთ შევძლებთ მივიღოთ გადაწყვეტილება, ფრენშაიზის ბიზნეს მოდელი რამდენად შეესაბამება ჩქვენს სამომავლო გეგმებს.

· რა არის ჩემი ძლიერი მხარეები?

ფრენშაიზის ყველაზე წარმატებული მფლობელები თავად აკეთებენ საქმეს, რომელიც მათ კომპეტენციასა და უნარებს შეესაბამება, დანარჩენის დელეგირებას კი თანამშრომლებზე ან აუთსორსზე ცდილობენ.

იმისათვის, რომ ფრენშაიზი სწორად ვმართოთ, აუცილებელი არ არის, ყველაფრის ექსპერტი ვიყოთ. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რისი გაკეთება შეგვიძლია კარგად, დანარჩენი კი სპეციალისტებს მივანდოთ.

· რა როლს შევასრულებ ბიზნესის მართვაში?

ფრენშაიზის ორი სახე არსებობს: როცა მფლობელი „დაუსწრებლად“ მართავს ბიზნესს, რისთვისაც ქირაობს თანამშრომელთა გუნდს, თავად კი თვალს ადევნებს მათ საქმიანობას და როდესაც მფლობელი თავად მართავს ბიზნესს დ პირადად არის ჩართული ამ პროცესში.

ორივე მათგანი განსხვავებულ შესაძლებლობებს გვაძლევს, თავად კი უნდა ავირჩიოთ, რომელი გვჭირდება. პირველ შემთხვევაში, მეტი დროის დაზოგვის საშუალება გვაქვს, მეორე შემთხვევაში კი უფრო მეტის შესწავლის, რაც სამომავლო განვითარებაში დაგვეხმარება.

· რამდენს შეადგენს ჩემი საინვესტიციო ბიუჯეტი?

ძლიერი უცხოური ბრენდის ფრენშაიზის შეძენა ძალიან კარგი და მომგებიანია, თუმცა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. შეძენის თანხის გარდა კი მფლობელს ესაჭიროება დამატებითი კაპიტალი ფილიალების მოსაწყობად, თანამშრომელთა დასაქირავებლად და სხვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბოლოო ჯამში, სოლიდურ საინვესტიციო კაპიტალი გვჭირდება, რომელსაც შეიძლება, არ ვფლობდეთ.

თუ საინვესტიციო კაპიტალში შეზღუდულები ვართ, ფრანშაიზის შეძენაზე საბოლოოდ უარი მაინც არ უნდა ვთქვათ, რადგან ბაზარზე არსებობს წარმატებული კომპანიები, რომლებიც აღნიშნულ ბიზნეს მოდელზე ახლა იწყებენ გადასვლას და მათ შემოთავაზებებით უფრო ხელსაყრელია. მაგალითისთვის, „ბიბლუსი“ დაინტერესებულ პირებს ნულოვან ფრენშაიზის საფასურს სთავაზობს და მესაკუთრეს ინვესტიციის ჩადება მხოლოდ ფილიალში უწევს, რაც დამწყებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია.

თუ საკუთარ თავთან აღნიშნული საკითხების განხილვის შემდეგ მიხვდებით, რომ ფრენშაიზი თქვენი ინტერესებისთვის შესაბამისი ბიზნეს მოდელია, მაშინ დროა მის შესაძენად მზადება დაიწყოთ.