ავტორი:

კელი დეგნანი ქართული პოლიციის ფორმით - რა ფოტოებს ავრცელებს შსს

კელი დეგნანი ქართული პოლიციის ფორმით - რა ფოტოებს ავრცელებს შსს

"ქალები პოლიციაში" - ამ სახელწოდებით კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ქართული პოლიციის ფორმით დაესწრო.

კონფერენციას ესწრებოდნენ ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს მდივნის თანაშემწე ტოდ რობინსონი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი - სარა რუპერტი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი.