ავტორი:

"დამალული ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და აუხსნას მოსახლეობას, რატომ ვაჭრობს საქართველოს ეროვნული ინტერესებით" - გახარია

"დამალული ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და აუხსნას მოსახლეობას, რატომ ვაჭრობს საქართველოს ეროვნული ინტერესებით" - გახარია

"საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ "ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას უნდა აუხსნას, "რატომ ვაჭრობს საქართველოს ეროვნული ინტერესებით“.

ამის შესახებ განცხადებას გახარია "ტვიტერზე“ აქვეყნებს.

"დამალული ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და აუხსნას მოსახლეობას, რატომ ვაჭრობს საქართველოს ეროვნული ინტერესებით და ართმევს ჩვენს შვილებს ევროპულ მომავალს! დროა, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეებს. საქართველო ევროპაა“, - წერს გახარია.