ავტორი:

შსს განცხადებას ავრცელებს და პარლამენტთან შეკრებილებს აფრთხილებს

შსს განცხადებას ავრცელებს და პარლამენტთან შეკრებილებს აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აფრთხილებს პარლამენტთა შეკრებილებს, რომ თუ არ დაემორჩილებიან პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწევენ წინააღმდეგობას, პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებული პროპორციულ ძალას, მათ შორის, სპეციალურ საშუალებებს.

"თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, აქციის მონაწილეების მხრიდან მოხდა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირების მცდელობა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ადგილი აქვს ძალადობის ფაქტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, იცავს ჩვენი მოქალაქეების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას, ამასთანავე, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

იმ შემთხვევაში, თუ შეკრებილები არ დაემორჩილებიან პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწევენ წინააღმდეგობას, პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებული პროპორციულ ძალას, მათ შორის, სპეციალურ საშუალებებს" - ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

აქციაზე კვლავ ხმაური და დაძაბული ვითარებაა.

სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტის იმ შესასვლელის მოქალაქეებისგან გათავისუფლებას ცდილობს, საიდანაც პარლამენტი დეპუტატებმა უნდა დატოვონ.