ავტორი:

ახლად არჩეულ სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს აქციაზე კვერცხები ესროლეს, შეძახილით: "მონა" - "ყველას აქვს საკუთარი აზრი"

ახლად არჩეულ სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს აქციაზე კვერცხები ესროლეს, შეძახილით: "მონა" - "ყველას აქვს საკუთარი აზრი"

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, რომელიც აცხადებდა, რომ აპირებდა ბოლომდე დარჩენას, თუმცა აქციის მონაწილეების ნაწილმა მისი გამოჩენა გააპროტესტა.

კითხვაზე იყო თუ არა აქციაზე ძალის გადამეტებით გამოყენება, მან უპასუხა, რომ მისი ოფისი სწავლობს მიმდინარე მოვლენებს და განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს. მას აქციის დატოვება მოუხდა მას მერე, რაც კვერცხები დაუშინეს შეძახილით: "მონა!"

"ყველას აქვს თავისი აზრი, უმნიშვნელოა კვერცხი მესროლეს თუ წყალი გადამასხეს, მე ყველას სახალხო დამცველი ვიქნები", - განაცხადა მან.

მანამდე იოსელიანმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას და განმარტა, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების არსებობის და მისი განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

შეგახსენებთ, იოსელიანი პარლამენტმა ომბუდსმენად რამდენიმე საათის წინ აირჩიეს. მას "ქართული ოცნების" ფართო მხარდაჭერა ჰქონდა.