ავტორი:

როგორ ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი მიმდინარე მოვლენებს?

როგორ ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი მიმდინარე მოვლენებს?

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"თანამედროვე ეპოქის პოლიტიკურ ლიდერებს ორი უმთავრესი და საბაზისო თვისება უნდა გამოარჩევდეთ: მოვლენების მშვიდად მიღება მაშინ, როდესაც მათი სასიკეთოდ შეცვლა ან მათზე ზემოქმედება ფიზიკურად არ შეუძლიათ, ხოლო გამბედაობა მაშინ, როდესაც სასიკეთო ნაბიჯების გადადგმა ხელეწიფებათ.

ქართული სინამდვილიდან გამომდინარე, ამ ორ თვისებას ერთსაც დავამატებთ: პოლიტიკოსისათვის თანაბრად აუცილებელია სიბრძნე, რომ კარგად გაარჩიოს, თუ როდის უნდა იმოქმედოს მშვიდად და როდის - გაბედულად" - წერს ყიფიანი.

ცნობისთვის, პირველი მოსმენით მიიღო პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭურა. კანონპროექტის საარგებლოდ ხმა 76 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 13 წავიდა. მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოსთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ადგილზე შეკრებილების მიმართ გამოყენებული იყო წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომელსაც დახმარება აღმოუჩინეს ადგილზე მყოფმა სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა. მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე იმყოფებიან აქტივისტები, ასევე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და სპეცრაზმის წარმომადგენლები.

ნახეთ ასევე: