ავტორი:

სპეცრაზმს აქციის მონაწილეებმა, სავარაუდოდ, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - ადგილზე ვითარება კვლავ დაძაბულია (ვიდეო)

სპეცრაზმს აქციის მონაწილეებმა, სავარაუდოდ, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - ადგილზე ვითარება კვლავ დაძაბულია (ვიდეო)

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ვითარება კვლავ დაიძაბა. სპეცრაზმმა პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წყლის ჭავლით დაშლა დაიწყო.

"მოქალაქენო, მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ, ცოტა ხანში გზა გაიხსნება“,- მიმართავდნენ აქციის მონაწილეებს.

მოწოდების მიუხედავად აქციის მონაწილეები არ იშლებიან. აქციის მონაწილეები სკანდირებენ:"საქართველო"!

ასევე ცოტა ხნის წინ სპეცრაზმელების მიმართულებით აქციის მონაწილეებმა ცეცხლმოკიდებული ნივთები ისროლეს, რის შემდეგაც ცეცხლი ფარებს მოეკიდა. შსს-ს წარმომადგენლები ცეცხლის ჩაქრობას წყლის ჭავლით ცდილობენ. სავარაუდოდ, აქტივისტები იყენებენ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს.