ავტორი:

"კინაღამ მოვკვდი, ჰაერი არ მეყო, ძლივს მოვაღწიე აქამდე" - პარლამენტთან ნინო ჯანგირაშვილი დაშავდა

"კინაღამ მოვკვდი, ჰაერი არ მეყო, ძლივს მოვაღწიე აქამდე" - პარლამენტთან ნინო ჯანგირაშვილი დაშავდა

პარალმენტთან მიმდინარე აქციაზე ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი დაშავდა. მას პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების მანქანაში აღმოუჩინეს.

"გიორგი კინაღამ მოვკვდი, ჰაერი არ მეყო, ძლივს მოვაღწიე აქამდე, სასწრაფო რომ დავინახე გამიხარდა, მეგონა ვკვდებოდი. ნუ ეთამაშებით ადამიანების სიცოცხლეს. ნუ უშვებთ ამ გზას, ვიღაც მოკვდება, ნუ აკეთებთ ამას" - აღნიშნა ჯანგირაშვილმა.

ამ წუთებში უკიდურესად დაძაბულია ვითარება ჩიტაძის ქუჩაზე. დაპირისპირებაა სპეცრაზმელებსა და აქტივისტებს შორის. ადგილზე გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ასევე რამდენჯერმე იქნა გამოყენებული ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.

ცოტა ხნის წინ სპეცრაზმელების მიმართულებით აქციის მონაწილეებმა ცეცხლმოკიდებული ნივთები ისროლეს, რის შემდეგაც ცეცხლი ფარებს მოეკიდა. შსს-ს წარმომადგენლები ცეცხლის ჩაქრობას წყლის ჭავლით ცდილობდნენ. სავარაუდოდ, აქტივისტები იყენებდნენ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს. ამ დროისთვის ჩიტაძის ქუჩა სპეცრაზმელებმა აქტივისტებისგან გაათავისუფლა.

ნახეთ ასევე: