"ზურა ჯაფარიძე დააკავეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს ხატია დეკანოიძე?

"ზურა ჯაფარიძე დააკავეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს ხატია დეკანოიძე?

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა "გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე დააკავეს და სპეცრაზმის განთავსების ადგილას ჰყავთ. ამის შესახებ ის "ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

"ზურა ჯაფარიძე დააკავეს და სპეცრაზმის განთავსების ადგილას ჰყავთ“, - წერს დეკანოიძე "ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმართული რკინის ჯებირები მოხსნეს, საპასუხოდ კი, სპეცრაზმმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი და ჭყლის ჭავლი გამოიყენა. აქციის მონაწილეები სპეციალური ძალების მისამართით სხვადასხვა საგანს ისვრიან.