ავტორი:

თბილისში მიმდინარე პროცესებს მომღერალი ნინო სურგულაძე ეხმაურება

თბილისში მიმდინარე პროცესებს მომღერალი ნინო სურგულაძე ეხმაურება

"ჩვენი ქვეყნის მომავალი მხოლოდ ევროპაშია, ჩვენი ქვეყანა მისი იდენტობით მხოლოდ ევროპაშია!“ - ასე ეხმაურება მეცო-სოპრანოს ნინო სურგულაძე დღეს საქართველოში მიმდინარე რთულ პროცესს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს “უცხოური გავლენის აგენტებად” აცხადებს.

რუსულ კანონს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 13 წავიდა.

რუსთაველზე მიმდინარე აქციის ფონზე არაერთმა ცნობილმა სახემ, სპორტსმენმა და კულტურის მოღვაწემ გააკეთეს განცხადება. ისინი წერენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია...

იხილეთ ასევე: