ავტორი:

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან 6 პირი დააკავეს - უწყება ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ ადასტურებს

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან 6 პირი დააკავეს - უწყება ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 6 პირი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ექვსივე მათგანი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

რაც შეეხება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შესახებ ინფორმაციას, უწყებაში აღნიშნულს ამ ეტაპზე ვერ ადასტურებენ. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე კვლავ დაძაბულობაა.

ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებმა ის რკინის ჯებირები მოარღვიეს, რომელიც პარლამენტის წინ, ცენტრალურ შესასვლელთან იყო აღმართული. ახლა ისინი პარლამენტის რკინის ღობის სიახლოვეს არიან, რომლის უკანაც სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები დგანან. პერიოდულად, სპეცდანიშნულების რაზმი ცრემლსადენ აირსა და წყლის ჭავლს იყენებს.