ავტორი:

"ნებისმიერი, ვინც ხმას აძლევს ამ კანონპროექტს, პასუხისმგებელი იქნება ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების ძირის გამოთხრისთვის" - ნედ პრაისი

"ნებისმიერი, ვინც ხმას აძლევს ამ კანონპროექტს, პასუხისმგებელი იქნება ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების  ძირის გამოთხრისთვის" -  ნედ პრაისი

ეს კანონპროექტი ყველაზე ფუნდამენტურ უფლებებს დაარტყამს, რომლებიც ცენტრალურია საქართველოს ხალხის მისწრაფებებისთვის , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.

“ღრმა შეწუხების გრძნობა გვაქვს. ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენგან ხშირად გაგიგიათ ამ გრძნობის შესახებ. ღრმა შეწუხების გრძნობაა ამ კანონონპროექტის შესაძლო ეფექტების გამო.

ეს კანონპროექტი ყველაზე ფუნდამენტურ უფლებებს დაარტყამს, რომლებიც ცენტრალურია საქართველოს ხალხის მისწრაფებებისთვის კონსოლიდირებული დემოკრატიისთვის, ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, უფრო ნათელი მომავლისთვის. იგი დამოუკიდებელი ხმებს გააჩუმებს და მათ სტიგმატიზაციას მოახდენს, საქართველოს იმ მოქალაქეებისა, რომლებსაც მეტი არაფრის გაკეთება სურთ, ვიდრე ერთად მუშაობა, რათა უფრო ნათელი მომავალი შექმნან. მომავალი, რომელიც ევროპასთან ინტეგრირებულია, დემოკრატიულია, თავისუფალია, სადაც საქართველოს დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანაა.

ასე ღრმად ვართ შეშფოთებულები იმის გამო თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ამას ჰქონდეს ქართველი ხალხისთვის, მაგრამ იმიტომაც, რომ აშშ საქართველოს პარტნიორია ბოლო ათწლეულების განმავლობაში. მას შემდეგ რაც საქართველოს მისი დამოუკიდებლობა გამოაცხადა, აშშ მაშინვე მის გვერდით იყო, მხარს უჭერდა ქართველი ხალხის მისწრაფებებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის ადრეულ წლებში ეს მისწრაფებები, ზოგიერთ შემთხვევაში, მეტი არაფერი იყო, ვიდრე იდეა. ათწლეულების განმავლობაში ქართველმა ხალხმა გაიაზრა ეს მისწრაფებები, დიდ პროგრესს მიაღწიეს დემოკრატიად ჩამოყალიბებაში, რომელზეც ამ ადრეული წლებიდან ფიქრობდნენ, ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში საქართველოს ინტეგრაციაში და დარწმუნებაში, რომ საქართველო ამ გზაზე რჩება.

თუმცა ახლა, ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც უზარმაზარი უკან დახევა იქნება. ეს იქნება ქართველი ხალხის მისწრაფებების მხრივ უკან დახევა, უკან დახევა იქნება აშშ-ის შესაძლებლობაში განაგრძოს ქართველ ხალხთან პარტნიორობა…

ნებისმიერი, ვინც ხმას აძლევს ამ კანონპროექტს, პასუხისმგებელი იქნება ქართველი ხალხის ამ ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის ძირის გამოთხრისთვის. არ გვსურს ამის ნახვა. აშშ-ის გარდა ეს არის ევროკავშირი, გაერო და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხი, ქართული სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები. ყველა მათგანმა ამ კანონპროექტის შესახებ ძალიან ძლიერი შეშფოთება გამოხატეს”, - თქვა პრაისმა.

ასევე იხილეთ: