ავტორი:

"სადაც საქართველოა, იქ ვარ მეც!" - UFC-ის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე

"სადაც საქართველოა, იქ ვარ მეც!" - UFC-ის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე

UFC-ის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს: "სადაც საქართველოა, იქ ვარ მეც".

პარალმანეტთან ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები არიან შეკრებილი. ძალოვნი უწყების წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულთა ნაწილი საავადმყოფოებშია გადაყვანილი, ნაწილს კი დახმარება ადგილზე უტარდება.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში, ჯერჯერობით, ვერ აკონკრეტებენ, რამდენი ადამიანია დაშავებული რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენების შემდეგად.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის პრესსამსახურში აღნიშნავენ, არიან დაშავებულები, რომელთა ნაწილი საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ნაწილს კი მედიკოსები დახმარებას ადგილზე უწევენ.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან 6 პირი დააკავეს.