ავტორი:

"მეზიზღება ყველა კანონი, ნებისმიერი ქმედება და სიტყვა..." - ავთანდილ ვარსიმაშვილი

"მეზიზღება ყველა კანონი, ნებისმიერი ქმედება და სიტყვა..." - ავთანდილ ვარსიმაშვილი

"მეზიზღება ყველა კანონი, ნებისმიერი ქმედება და სიტყვა, რომელიც ოდნავ მაინც შეაფერხებს ჩემს ქვეყანას ევროპისაკენ მიმავალ გზაზე. პარლამენტის ფანჯარაში გადმოყუდებული წითელკურტკიანი ჩემი შვილია კამერით...“ - ასე ეხმაურება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს კინო და თეატრის რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.

სურათზე რეჟისორის შვილი გიორგი ვარსიმაშვილი ჩანს, რომელიც ფანჯრიდან კამერით იღებს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს “უცხოური გავლენის აგენტებად” აცხადებს.

რუსულ კანონს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 13 წავიდა.

რუსთაველზე მიმდინარე აქციის ფონზე არაერთმა ცნობილმა სახემ, სპორტსმენმა და კულტურის მოღვაწემ გააკეთეს განცხადება. ისინი წერენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.

იხილეთ ასევე: