ავტორი:

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის საბოლოო მიღებას შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს ჩვენს ურთიერთობებზე" - ჯოზეფ ბორელი

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის საბოლოო მიღებას შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს ჩვენს ურთიერთობებზე" - ჯოზეფ ბორელი

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის მიღებას შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ავრცელებს.

ბორელის თქმით, კანონის პირველი მოსმენით მიღება ძალიან ცუდი მოვლენაა საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის.

“სამშაბათს საქართველოს პარლამენტმა პირველ მოსმენაში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ ახალი კანონი დაამტკიცა. ეს ძალიან ცუდი მოვლენაა საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის.

კანონი მის ამჟამინდელი ფორმით საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებს, რაც ნეგატიურ შედეგებს მოიტანს მრავალი ქართველისთვის, ვინც მათი მოღვაწეობით სარგებლობს. ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან. ის ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რასაც მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა. მის საბოლოო მიღებას შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს ჩვენს ურთიერთობებზე.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეასრულოს თავისი ვალდებულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისადმი და იხსენებს ხალხის უფლებას მშვიდობიანი პროტესტის გამართვის შესახებ”, - წერია ბორელის განცხადებაში.