ავტორი:

"არავის აქვს უფლება შეუშალოს ხელი ქვეყნის განვითარებას!" - კიდევ ერთი წარმატებული სპორტსმენის განცხადება

"არავის აქვს უფლება შეუშალოს ხელი ქვეყნის განვითარებას!" - კიდევ ერთი წარმატებული სპორტსმენის განცხადება

ქართველი ხმლით მოფარიკავე, არაერთი დიდი ტურნირის გამარჯვებული სანდრო ბაზაძე ეხმაურება საქართველოში მიმდინარე პროცესებს და სოციალურ ქსელში წერს:

"არავის აქვს უფლება შეუშალოს ხელი ქვეყნის განვითარებას!!! მე ვარ ქართველი და ყოველთვის ხელს შევუწყობ ჩემი ქვეყნის განვითარებას. მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი! საქართველო ევროპა იყო არის და იქნება!!!"

თბილისში გამართული მრავალათასიანი აქციის პარალელურად, მსგავსი განცხადებებები გააკეთეს დღეს: მერაბ შარიქაძემ, ხვიჩა კვარაცხელიამ, ზაზ გაჩულიამ, თორნიკე შენგელიამ და სხვა წამყვანმა სპორტსმენებმა.

შეგახსენებთ, რომ 7 მარტს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს "უცხოური გავლენის აგენტებად“ აცხადებს, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.