ავტორი:

პარლამენტთან ვითარება ისევ დაიძაბა, პოლიცია გზის გახსნას ცდილობს, რასაც აქციის მონაწილეები არ ემორჩილებიან - გრძელდება მომიტინგეების დაკავება

პარლამენტთან ვითარება ისევ დაიძაბა, პოლიცია გზის გახსნას ცდილობს, რასაც აქციის მონაწილეები არ ემორჩილებიან - გრძელდება მომიტინგეების დაკავება

პარლამენტთან ვითარება კვლავ დაიძაბა. სამართალდამცავები გზის გახსნას ცდილობენ. მათ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდეს, რასაც ისინი არ ემორჩილებიან. აქციის მონაწილეები სკანდირებენ "რუსებო, მონებო“.

ამასთან, სამართალდამცველები აქციის მონაწილეების დაკავებას განაგრძობენ. ტერიტორიიდან პოლიციელებმა უკვე არაერთი მომიტინგე გაიყვანეს.

"რაც უფრო მეტს დაგვიჭერ, ხვალ უფრო ნაკლებს შეძლებ. იზოლატორში რამდენი ადგილი გაქვთ?“, - მიმართა "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ სამართალდამცველებს.