ავტორი:

ნიკა მელია ვაჟა სირაძეს: "მარტო ხარ, ბიძინასთან ერთად - 2 ათასი ან 5 ათასი კაცი დაიჭირო, მეტს ხომ ვერ დაიჭერ?"

ნიკა მელია ვაჟა სირაძეს: "მარტო ხარ, ბიძინასთან ერთად - 2 ათასი ან 5 ათასი კაცი დაიჭირო, მეტს ხომ ვერ დაიჭერ?"

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, პოლიცია კანონის შესაბამისად მოქმედებს.როგორც სირაძემ ჟურნალისტებს პარლამენტთან განუცხადა, დაკავებულთა შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"დაზუსტებული ინფორმაცია მოგვიანებით იქნება. ვინც კანონს არღვევს, შესაბამის ზომებს იღებს პოლიცია“, - განაცხადა სირაძემ.

ამასთან, მას და ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მიმართა, თუ რატომ აკავებენ მშვიდობიან მოქალაქეებს.

"ხალხს რატომ აკავებთ-მეთქი, მშვიდად დგანან. მარტო ხარ ჩემო კარგო, მარტო , ბიძინასთან ერთად, 2 ათასი კაცი დაიჭირო ან 5 ათასი, მეტს ხომ ვერ დაიჭერ?“, - მიმართა მელიამ სირაძეს.