ავტორი:

"ხვალ, 15:00 საათიდან ვიწყებთ შეკრებას რუსთაველის გამზირზე - რამდენჯერაც დაგვარბევენ, იმდენჯერ შევიკრიბებით, კიდევ უფრო მეტი" - ნიკა მელია

"ხვალ, 15:00 საათიდან ვიწყებთ შეკრებას რუსთაველის გამზირზე - რამდენჯერაც დაგვარბევენ, იმდენჯერ შევიკრიბებით, კიდევ უფრო მეტი" - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, ხვალ, 15:00 სთ-ზე მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე ისევ შეიკრიბებიან.

როგორც მან პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე გამარჯვება არ გაფორდება.

"დღეს რუსთაველი ორად არის გაყოფილი, ერთ მხარეს დგას რუსი, მეორე მხარეს ვართ ჩვენ. ხვალ, 15:00 საათიდან საქართველო ვიწყებთ კვლავ შეკრებას რუსთაველის გამზირზე. ასე იქნება ყოველი დღე. მთელი რუსთაველის გამზირი იქნება საქართველო. არანაირი რუსი მანამ,სანამ გამარჯვება არ გაფორმდება“, - განაცხადა მელიამ.

მან მოქალქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

"რამდენჯერაც დაგვარბევენ, რამდენ გაზსაც შემოგვასხამენ, იმდენჯერ შევიკრიბებით, ოღონდ კიდევ უფრო მეტი. ხვალ, 15:00 სთ-დან რუსთაველის გამზირზე ვიკრიბებით, ოჯახებით, შვილებით, შვილიშვილებით, დედებით, მამებით, ბებიებით, ბაბუებით“,-განაცხადა მელიამ.