ავტორი:

"ქართველო ძმებო! დაიცავით თქვენი თავისუფლება! ჩვენ ყოველთვის დაგიჭერთ მხარს" - გონჩარენკო

"ქართველო ძმებო! დაიცავით თქვენი თავისუფლება! ჩვენ ყოველთვის დაგიჭერთ მხარს" - გონჩარენკო

უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსი გონჩარენკო თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგას. ის სოციალურ ქსელში პოსტს ქართულ ენაზე ავრცელებს:

"მიმართვა ქართველ ხალხს. ქართველო ძმებო! უკრაინელი ხალხი ყოველთვის იქნება თქვენ გვერდით. ჩვენ ყოველთვის დაგიჭერთ მხარს. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენ მხარეს. ასობით ქართველი ომობს ჩვენთან ერთად ჩვენი და თქვენი დამოუკიდებლობისთვის.

ასობით უკრაინელი იყო თქვენთან 2008 წელს, როცა მტერი თავს დაგესხათ. რუსეთმა ვერ შეძლო თქვენი მიტაცება ძალით, ამიტომაც ის ცდილობს დაგიპყროთ კორუფციით. რუსეთმა ვერ გაანადგურა თქვენი სახელმწიფო, ამიტომ ის ცდილობს ვასალებად გაქციოთ. დაიცავით თქვენი თავისუფლება! დიდება საქართველოს!" - წერს გონჩარენკო.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ, 7 მარტს, საღამოს დაიწყო.

მომიტინგეების დასაშლელად უწყებამ არაერთხელ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აღნიშნულის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან ბრუნდებოდნენ. რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისგან გათავისუფლების სამუშაოებს შსს რამდენიმე საათი ახორციელებდა.

ნახეთ ასევე: