ავტორი:

რა კადრებს ავრცელებს შსს გუშინდელი აქციიდან?

რა კადრებს ავრცელებს შსს გუშინდელი აქციიდან?

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ მიღებულ კანონთან დაკავშირებით პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 66 პირი დააკავეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეკრებილთა პროტესტი გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს გასცდა და ძალადობრივი ხასიათი მიიღო. უწყება მიიჩნევს, რომ პოლიციამ თანმიმდევრულად პროპორციული ძალა გამოიყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს, ესროლეს ქვები, ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს რკინის დამცავი ჯებირები.

უწყების ცნობით, დემონსტრანტების ქმედებების შედეგად 50 სამართალდამცავი დაშავდა, რომელთაგანაც რამდენიმეს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. ასევე სამინისტრო ავრცელებს კადრებს, რომელიც გუშინ აქციაზე გადაიღეს:

ნახეთ ასევე:

ნახეთ ვიდეო: