ავტორი:

"განა რა ვერ იმღერა თამაზ სეფერთელაძემ ისე, რომ კულტურის მინისტრსა და თბილისის მერს მამაჩემის ხსოვნის პატივსაცემად ერთი წრე დაერტყათ" - კოკა სეფერთელაძე

"განა რა ვერ იმღერა თამაზ სეფერთელაძემ ისე, რომ კულტურის მინისტრსა და თბილისის მერს მამაჩემის ხსოვნის პატივსაცემად ერთი წრე დაერტყათ" - კოკა სეფერთელაძე

"განა რა ვერ იმღერა თამაზ სეფერთელაძემ, "ცისფერმა ტრიომ" ისე, განა რა ვერ მისცა იმდენი ქართულ კულტურას, განა რა ვერ ესიყვარულა თბილისს რომ კულტურის მინისტრს და თბილისის მერს წუთნახევარი დაეხარჯათ და რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ტაძარში მამაჩემის ხსოვნის პატივსაცემად ერთი წრე დაერტყათ. სიმართლე გითხრათ მეწყინა..." - პოსტს სოციალურ ქსელში მომღერლის ვაჟი კოკა სეფერთელაძე აქვეყნებს და წერს, რომ მამის სამძიმარზე, თეა წულუკიანი და კახა კალაძე არ მისულან...

ანსამბლ "ცისფერი ტრიოს“ სოლისტი თამაზ სეფერთელაძე 74 წლის ასაკში 2 მარტს გარდაიცვალა. თამაზ სეფერთელაძემ, მალხაზ თავართქილაძესა და დავით აბესაძესთან ერთად, სტუდენტობის პერიოდში ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი "ცისფერი ტრიო“.

თამაზ სეფერთელაძე 1991 წელს იყო საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, 1996-2006 წლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, 2011 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი.

თამაზ სეფერთელაძეს მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.

წაიკითხეთ ასევე: