ავტორი:

ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი საქართველოს მომავალთან და მიღებულ კანონთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ

ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი საქართველოს მომავალთან და მიღებულ კანონთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ

ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ საქართველოს მომავალთან და ქვეყნის პარლამენტის მიერ მიღებულ "აგენტების კანონთან" დაკავშირებით:

"საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული უცხოელი აგენტების შესახებ კანონი სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივაზე.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, პასუხისმგებლობით შეაფასოს ქვეყნის რეალური ინტერესი და თავი შეიკავოს გადაწყვეტილებებისგან, რომლებმაც შეიძლება შეარყიოს საქართველოს ხალხის მისწრაფება, იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისა და ნატოსკენ.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ხალხის უფლებებს მშვიდობიან აქციაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

The Statement of the Foreign Ministers of Estonia, Latvia and Lithuania on the Developments in Georgia.
➡️ https://t.co/Xi63ZoXtLh pic.twitter.com/bJrfVvaUD6
— Latvian MFA 🇱🇻 | #StandWithUkraine 🇺🇦 (@Latvian_MFA) March 8, 2023

ცნობისთვის, 7 მარტს საკანონმდებლო ორგანოსთან მასშტაბური აქცია გაიმართა. საზოგადოება აპროტესტებდა "აგენტების კანონის" განხილვას.

მიუხედავად ამისა, პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო. ამის შემდეგ აქციაზე ვითარება დაიძაბა. ადგილზე მობილიზებულმა სპეცდანიშნულების რაზმმა დემონსტანტების დაშლა დაიწყო. მათ არაერთხელ გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი, თუმცა, ადამიანები ადგილზე ბრუნდებოდნენ და პროტესტს განაგრძოდნენ.

აქცია დილამდე გაგრძელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაკავებულია 66 მოქალაქე.