ავტორი:

"რა მოუტანა მაიდანის აქციებმა უკრაინას - ქვეყნის ტერიტორიის 20% დაკარგა - ეს არის იმ პროცესების შედეგი, რაც საქართველოში უნდათ რადიკალებს" - კობახიძე

"რა მოუტანა მაიდანის აქციებმა უკრაინას - ქვეყნის ტერიტორიის 20% დაკარგა - ეს არის იმ პროცესების შედეგი, რაც საქართველოში უნდათ რადიკალებს" - კობახიძე

ქართველი იანუკოვიჩი ზის ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი, რაც შეეხება მაიდანს და რა მოუტანა მან უკრაინას? - დაკარგეს ყირიმი და ლუგანსკისა და დონეცკის დიდი ნაწილი, ამ ყველაფრის გაგრძელებაა ის ომი, რაც დღეს არის უკრაინაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი არის იმ პროცესების შედეგი, რასაც საქართველოში მხარს უჭერს ვიოლა ფონ კრამონი.

"რაც შეეხება მაიდანთან შედარებას, პირველ რიგში, გეტყვით, რომ ქართველი იანუკოვიჩი ზის ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი. ეს ერთი და მეორე რაც შეეხება მაიდანს ზოგადად, რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას - მეორე წელსვე ჰქონდა უკრაინას ომი, რა დროსაც დაკარგეს ყირიმი და ლუგანსკისა და დონეცკის დიდი ნაწილი, ამ ყველაფრის გაგრძელებაა ის ომი, რაც დღეს არის უკრაინაში. მთლიანობაში ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი დაკარგა უკრაინამ. ეს არის სწორედ იმ პროცესების შედეგი, რაც საქართველოში უნდათ რადიკალებს, რასაც მხარს უჭერს ვიოლა ფონ კრამონი. ჩვენ ვიმოქმედებთ, არა რადიკალების დღის წესრიგით, ვიოლა ფონ კრამონის დღის წესრიგით, არამედ ქართული საზოგადოების ინტერესების შესაბამისად. ჩვენ რა თქმა უნდა, ჯაშუშების ახალ რევოლუციას არ დავუშვებთ, რამაც გავიხსენებ კიდევ ერთხელ რა მოუტანა სახელმწიფოს 2004 -2012 წლებში, 20 პროცენტი დავკარგეთ მაშინ იმის შედეგად, რაც მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა, ადამიანებს აწამებდნენ, ყველა მედიასაშუალება მიიტაცეს, ბიზნესის ტოტალური რეკეტი იყო, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ უნდა დაუშვას ქართულმა საზოგადოებამ, ეს ასეც იქნება, ჩვენ ვართ სახელმწიფო, ეს არის გამოცდილი საზოგადოება და ჯაშუშების ხელისუფლებაში მობრუნებას არ დაუშვებს”, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისათვის, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პარლამენტთან სამართალდამცავების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლის გამოყენების შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა. "მახსენებს 2013-2014 წლებში უკრაინაში მაიდანის დროს , - აღნიშნავს ვიოლა ფონ კრამონი.

ასევე იხილეთ: