ავტორი:

"ცალ თვალს ვერ ახელდა. დახმარება ხომ არ გჭირდებათქო.არაო. სელფი რომ გადავიღო თქვენთან თუ შეიძლებაო" - რას წერს ანა წითლიძე

"ცალ თვალს ვერ ახელდა. დახმარება ხომ არ გჭირდებათქო.არაო. სელფი რომ გადავიღო თქვენთან თუ შეიძლებაო" - რას წერს ანა წითლიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ანა წითლიძე აქციის ღამით მომხდარ შემთხვევას იხსენებს.

"სასწრაფოს მანქანაში, სადაც ჟანგბადის ბალონით მასულიერებდნენ - ჩემ გვერდით ახალგაზრდა ბიჭი შევამჩნიე, ასევე გაზით მოწამლული ჟანგბადის ბალონით.

ხელით რაღაცას მანიშნებდა. ცალ თვალს ვერ ახელდა. დახმარება ხომ არ გჭირდებათქო. არაო. სელფი რომ გადავიღო თქვენთან თუ შეიძლებაო.

ჰოდა ეგ ადამიანი ვინ იყო არ ვიცი, მაგრამ გამომეხმაუროს, უნდა ვუთხრა, რომ მიყვარს.

გავიმარჯვებთ ოღონდ კობახიძე/მდინარაძის "ღირსებით" კი არა, ნამდვილი ღირსებით!" - წერს ანა წითლიძე.

ცნობისთვის, 7 მარტს საკანონმდებლო ორგანოსთან მასშტაბური აქცია გაიმართა. საზოგადოება აპროტესტებდა "აგენტების კანონის" განხილვას.

მიუხედავად ამისა, პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო. ამის შემდეგ აქციაზე ვითარება დაიძაბა. ადგილზე მობილიზებულმა სპეცდანიშნულების რაზმმა დემონსტანტების დაშლა დაიწყო. მათ არაერთხელ გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი, თუმცა, ადამიანები ადგილზე ბრუნდებოდნენ და პროტესტს განაგრძობდნენ.

აქცია დილამდე გაგრძელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაკავებულია 66 მოქალაქე.